(video) რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

კერვალიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, რომელსაც ასევე თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

საქმე ეხება სამშენებლო კომპანიის პირველ საქმეს, რომელშიც ბრალდებულები არიან მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია “დექსუსის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ივანე ცაგურია. ამ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს გირაოს სახით 250 000 ლარი ჰქონდა შეფარდებული. პროკურატურამ კი დააყენა შუამდგომლობა, რომ ის ქონება, რომლითაც გირაო იყო უზრუნველყოფილი, მიემართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან ბრალდებული შეფარდებული გირაოს პირობებშიც კი აგრძელებდა მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებას, რის გამოც მაია რჩეულიშვილს ახალი ბრალი წაუყენეს. მოსამართლემ პროკურატურის ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.

https://youtu.be/6yZH9Wvflj8

 

banner
წინა სტატიაშისასამართლომ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავედ ცნო და 4-4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატია“არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი, ასე გაენადგურებინათ ერთი ოჯახი” – ცენტრპოინტის საქმე