რუსთავში “ქართული ოცნების” კოორდინატორი საარჩევნო უბანზე ფულს არიგებს”- “ენმ”

“ენმ”-ში აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტი რუსთავის 30-ე ოლქის 24-ე უბანზე ამომრჩევლებს ფულს ურიგებს. პარტიის წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ ჟურბნალისტებთან საუბარში ამ პიროვნების ვინაობაც დაასახელა და განმარტა, რომ არსებობს შესაბამისი ვიდომასალაც:

“რუსთავის 30-ე ოლქის 24-ე უბანზე თამზ ნოზაძე, რომელიც არის “ქართული ოცნების” კოორდინატორი ფულს არიგებს. ამომრჩევლებს პირდაპირ უბნის ტერიტორიაზე ურიგებს ფულს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ სწორედ ასეთი მეთოდებით იბრძოდა “ქართული ოცნება” არჩევნებში. კერძოდ, ამომრჩევლების მოსყიდვით და დაშინებით ახლა კი გვაქვს კონკრეტული ვიდეოჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია თამაზ ნოზაძე როგორ უკანონოდ, პირდაპირ უბანთან ფულს ურიგებს ამომრჩეველს” განაცხადა თინა ბოკუჩავა.

12kghjghjghjghj

banner
წინა სტატიაშიმარნეულის 50-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატია(video)„ნაციონალური მოძრაობა“: პარტიის აქტივისტი ალბერტ მერებაშვილი სასიკვდილოდ სცემეს