რუსთავში მიკროსაფინანსო კომპანია დააყაჩაღეს – წაღებულია 10 000 ლარი

რუსთავში მიკროსაფინანსო კომპანია “ლენდო” დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი XII მიკრო-რაიონში, დაახლოებით დილის 10 საათისთვის მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი იარაღის მუქარით კომპანიის მოლარეს ობიექტზე შეყვა და თანხის მიცემა აიძულა. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით 10 000 ლარი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართამ დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 179 მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ვენაში ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს შეხვდება