რუსთავქალაქობა – რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს რუსთავში

დღეს რუსთავქალაქობაა. საზეიმო ღონისძიებების დასაწყებად ყველაფერი მზად არის. პროგრამა მრავალფეროვანია.

დაგეგმილია ფერების ფესტივალი, კონცერტები. რუსთავს არაერთი ქვეყნის დელეგაცია სტუმრობს. დღესვე ქალაქის საპატიო მოქალქეებსაც დააჯილდოებენ. მერაბ კოსტავას სახელობის გამზირი
11:30 სთ – სპორტული მარათონი (სასტუმრო ,,რუსთავის“ მიმდებარე ტერიტორია – კოსტავას გამზირი);
10:30 – 12:00 სთ – რუსთავთან დამეგობრებული ქალაქების ოფიციალური დელეგაციები ქალაქის პირველ პირებს შეხვდებიან; გაფორმდება მემორანდუმი ქალაქ სუმგაითსა და რუსთავს შორს;
12:00 სთ – კოსტავას გამზირზე გაიმართება სიმფონიური ორკესტრის კონცერტი;
13:00 სთ – თეატრალური პერფორმანსი „ვეფხისტყაოსანი“-ს მიხედვით (პანტომიმის თეატრის მსახიობების მონაწილეობით).
კულტურისა და დასვენების პარკი
12:00 სთ – ტურნირი მინი კალათბურთში;
12:00 სთ – ტურნირი მინი ფეხბურთში;
12:00 სთ – ტურნირი ნიჩბოსნობაში;
12:00 სთ – ტურნირი ქართულ ჭიდაობაში;
12:00 სთ – საბავშვო სტუდია „მეკოს“ კონცერტი;
12:00 სთ – აქცია „მოამზადე საჩუქარი“;
14:30 სთ – ბენდი „KILLAGES”-ის კონცერტი;
15:00 სთ-დან პარკში მყოფ საზოგადოებას უფასოდ მოემსახურებიან კარიკატურისტები და FREE PHOTO კაბინა;
15:30 სთ – „თუთარჩელას“ კონცერტი და ფლეშმობი (ანსამბლი ,,სალხინო“);
16:00 სთ – რუსთავის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება, კონცერტი „გროს ოქტეტი“-სა და რუსთაველი შემსრულებლების მონაწილეობით;
17:00 სთ – რუსთავის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება, ბენდ „MIX2RA”-ს კონცერტი;
17:30 სთ – ფერების ფესტივალი;
17:30 სთ – სპორტული ტურნირების გამარჯვებულთა დაჯილდოვება;
20:00 სთ – ჯგუფი „ფრანი“;
22:00 სთ – ფოიერვერკი, DJ „კვაჭი“.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა დასრულდა
შემდეგი სტატია“გიორგი ვაშაძე, ერთობა -ახალმა საქართველომ” თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია დაასახელა