„რუსთავის“ ახალი მწვრთნელი ვლადიმერ გაზაევი უკვე საქართველოშია

საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გაზაევი უკვე თბილისშია.

მისმა წინამორბედმა ვარლამ კილასონიამ “რუსთავის” დირექტორის პოსტი დაიკავა.

კლუბის ცნობით, რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც 2018 წელს გუნდის ფორმას მოირგებს.

ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარეს.

ახალწვეულთა შორის არიან საჩხერეს “ჩიხურას” ფეხბურთელები, ნახევარმცველი პაპუნა ფონიავა და თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე.

გუნდი პირველ შეკრებას თბილისში გაივლის და აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთდება. 9 დღის შემდეგ დაგეგმილია უცხოეთში გამგზავრება.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი – მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ურთიერთობას გავაღრმავებთ
შემდეგი სტატიარუსთავში მტკვრის ნაპირზე ქალის ცხედარი იპოვეს