რუსთავის მე-18 სკოლაში მოსწავლეს ელექტროშოკი აღმოუჩინეს

რუსთავის მე-18 სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკი მანდატურმა სკოლის გარეთ აღმოუჩინა, რის შემდეგაც ის შენობაში შეიყვანეს და საპატრულო პოლიცია გამოძახეს.

როგორც ნატალია ჯავახიშვილმა ქვემო ქართლის ტელევიზიას განუცხადა, სკოლაში ორი ცვლა მოქმედებს და აკრძალული ნივთი, სწორედ მეორე ცვლის მოსწავლეს აღმოუჩინეს.

„ჩვენი სკოლა ორ ცვლიანი. პირველ ცვლაში სწავლობს ქართული სექტორი, მეორეში კი აზერბაიჯანული სექტორი. მანდატურის ვალდებულებაა, როდესაც შემოდის მეორე სექტორი, აკონტროლოს გარე პერიმეტრი. ჩვენი სკოლის გვერდით არის სამხატვრო სკოლა. მანდატურმა შეამჩნია, რომ მე-10 კლასის მოსწავლეს, რომელიც არის მეორე სექტორიდან, ეკავა მანათობლის მსგავსი ნივთი, რომელიც ხმას გამოსცემდა. შემოიყვანა ეს მოსწავლე ოთახში, დამიძახეს მეც და ვთხოვე, რომ გამოეძახებინა საპატრულო პოლიცია. მოვიდა ადგილზე საპატრულო პოლიცია, რომელმაც დაადგინა, რომ ეს ნივთი იყო ელექტროშოკი. ჩვენ თავადაც გაოგნებული ვართ მსგავსი ფაქტით“, – განაცხადა დირექტორმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის ბრალდებაზე- მარგინალები საინტერესო არ არიან
შემდეგი სტატიარუსთავის 22 სკოლაში მოსწავლეების ჩხუბის შედეგად ერთ-ერთს ფილტვი გაეთიშა