“რუსთავი2″ უფასო რეკლამას მიკეთებს, მე მათი ოჯახების ლუკმა-პურის მიწოდებას უზრუნველვყოფ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი2“ მას უფასო რეკლამას უკეთებს, შესაბამისად რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკა მისთვის მისაღებია:
„თუ დარჩება აღნიშნული მენეჯმენტი გაგრძელდება იგივე სარედაქციო პოლიტიკა, თუ შეიცვლება მესაკუთრე და თუ შეეცდება ამის შეცვლას, მე აქედანვე ვთხოვ მას, რომ არ შეცვალოს და დატოვოს დამოკიდებული ნაციონალურ მოძრაობაზე, სახელმწიფოსგან ის ისედაც თავისუფალი იყო და არის. მე მაწყობს ასეთი მენეჯმენტი, რამდენადაც მე უფასო რეკლამას მიკეთებს თქვენი ტელევიზია, კერძოდ, სხვადასხვა შოუები, მე მათი ოჯახების ლუკმა-პურის მიწოდებას უზრუნველვყოფ, რადგან მათ საქმე აღარ ექნებათ მე რომ არ ვიყო,” – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: სტივ რასელის შეხედულებები აშშ-ს მთავრობის პოლიტიკას არ ასახავს
შემდეგი სტატიაბაღდათის გამგებელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა