“უზენაესი სასამართლო რუსთავი 2 – ს ტერორში ამყოფებს”- გვარამიას სპეციალური განცხადება

რუსთავი2-ის საქმეზე ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანიის ცენტრალურ შენობაში ბრიფინგი მიმდინარეობს, სადაც არხის უმარლესი მენეჯმენტი, გენერალური დირექტორი და იურისტთა ჯგუფი საქმის შინაარსზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

“მე და ზალიკოს, ანუ რუსთავი2-ის უმაღლეს მენეჯმენტს და იურისტების გუნდს გვინდა, განმარტებები გავაკეთოთ რუსთავი2-ის საქმეზე. გვინდა, მკაფიოდ განვმარტოთ,
რაშია საქმე.

“პირველ რიგში, ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ საქმეში არა ირაკლი ღარიბაშვილის წარმოდგენილი დოკუმენტია, არამედ ის, რომ რუსთავი2-ის მფლობელები არიან აბსოლიტურად მართლები. მათ მიერ სამართლიანად მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არის უკანონო. კეთილსინდისიერი მყიდველისთვის ქონების ჩამორთმევა არ ხდება.,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა უზენაეს სასამართლოს მიმართა.

“მივმართავ უზენაესს სასამართლოს, რომელიც იხილავს ამ სარჩელის დასაშვებობას ზეპირად მოსმენის გარეშე. 4 დან 1 კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო რომ საქმეზე წარმოება დაიწყოს, ჩვენი ოთხივეს აკმაყოფილებს. მივმართავ ამ კოლეგიას მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სწრაფად, ნუ გვამყოფებენ ტერორის ქვეშ.

ის რასაც უზენაესი სასამართლო აკეთებს არის ტერორი რუსთავი2-ის თანამშრომლების და მისი მაყურებლების წინაშე. მუდმივი მოლოდინი როდის მოვა ფოსტა,შეტყობინება

ან აღმასრულებელი ან სულაც გასამხედროებული ფორმირება რომ რუსთავი2-დაიკავოს. ეს არის ტერორი რომელსაც აწარმოებს უზენაესი სასამართლო,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის გაფორმებული დოკუმენტის შესახებაც ისაუბრა.

“ეს არ არის ჩვენი მთავარი კოზირი, მიუხედავად ამისა ამ დოკუმენტს თავის ფასი და მნიშვნელობა აქვს. ამით დასტურდება რომ ქიბარ ხალვაში რეალურ მფლობელს არ წარმოადგენდა, მისი უფლებები ვერ შეილახებოდა იმიტომ, რომ ის ამ ქონებას არასდროს არ ფლობდა,”- განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშივის შეიძლება მოეხსნას მე–12 კლასში სწავლის ვალდებულება – მინისტრის კომენტარი
შემდეგი სტატია(ვიდეო) ვლადიმერ პუტინის ავტომობილი ავარიაში მოჰყვა – არის მსხვერპლი