რუსთავი ორმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის ნაწილი გამოაქვეყნა

რუსთავი ორმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის ნაწილი გამოაქვეყნა. IRI ანგარიშს ოფიციალურად ორშაბათს, 3 აპრილს წარადგენს. რუსთავი ორის ცნობით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ჩაატარა.

კითხვაზე, “მომდევნო კვირას რომ იყოს არჩევნები, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს?” – პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება – 26%.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 15%.
ევროპული საქართველო – 7%;
ლეიბორისტული პარტია – 6%.
პატრიოტთა ალიანსი – 4%.
თავისუფალი დემოკრატები -3%.
დემოკრატიული მოძრაობა – 2%;
გირჩი 1%;
რესპუბლიკური პარტია – 1%.
სხვა პარტიები 1%;
არც ერთი პარტია – 15%.
არ მაქვს პასუხი – 20%.

banner
წინა სტატიაშისიტყვის თავისუფლება და პლურალიზმი უნდა იყოს გარანტირებული
შემდეგი სტატიარა შეუთვალა ივანიშვილმა უგულავას – ელისო კილაძის სკანდალური პოსტი