“რუსთავი 2-სთვის პრობლემების შექმნით, “ოცნებას” წინასაარჩევნოდ უკანონო უპირატესობების მოპოვება სურს”

ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის

საპარლამენტო უმცირესობა „რუსთავი2“-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირებულობაზე საუნრობს. ენმ-ს წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ცდილობს კრიტიკულად განწყობილ მედიას პრობლემები შეუქმნას.

„ცალსახაა ყველა ის ნაბიჯი, რაც არაერთხელ გაჟღერებულა, რამდენად არის პოლიტიზირებული, რამდენად ატარებს განზრახვას, რომ რუსთავი 2-ს, მინიმუმ, შეეზღუდოს, პრობლემები შეექმნას მაუწყებლობის დროს, საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის განხორცილებაში, რაც ქართული ოცნებისთვის ერთ-ერთი მეთოდია, რომ წინასაარჩევნოდ უკანონო უპირატესობები მოიპოვოს,“- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური: ყველამ უნდა ისწავლოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ პატივისცემა და მორჩილება
შემდეგი სტატია„13 მაისის 35 წლის იუბილე“- საიუბილეო წიგნი თბილისის ,,დინამო