„რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, სერიოზული დარტყმა იქნება მედია პლურალიზმზე“ – Human Rights Watch

ორგანიზაცია Human Rights Watch-ის შეფასებით, საქართველოში მედიის თავისუფლება საფრთხის წინაშეა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსთავი 2-ის მფლობელობაზე დავამ სასამართლოსა და მედიაში მთავრობის ჩარევის შესახებ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

Human Rights Watch წერს, რომ ყოფილი მფლობელის სარჩელს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეარხის ხელმძღვანელობა, პოლიტიკური ოპოზიციაც და უამრავი დამოუკლიდებელი ორგანიზაცია განიხილავს მთავრობის მიერ ორკესტრიორებულ სვლად, რომლის მიზანი ოპოზიციური არხის ხელში ჩაგდებაა.

“რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, რასაც მთავრობა უჭერს მხარს, სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოში მედია პლურალიზმზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო:რუსთავი2

banner
წინა სტატიაში„საზოგადოების ნაწილი ანტიხალხურ პოლიტიკურ კამპანიაში ერთვება“ – გია ჟორჟოლიანი რუსთავი 2-ის საქმეზე
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საზოგადოების ინტერესებს ივანიშვილი ვერ შეეხება-მინაშვილი