“რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა

კენჭი უკვე უყარეს  რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ მოსამართლე ნატა ნაზღაიძეს და ის საბჭოს გადაწყვეტილებით, უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ნატა ნაზღაიძის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა.

საბჭოს მდივანი ამბობს, რომ არავითარი ამორჩევა არ ყოფილა და მოსამართლეთა დანიშვნა კანონის შესამაბისად ხდება. ლევან მურუსიძის განმარტებით, კენჭი ეყრებათ იმ მოსამართლეებს, რომლებიც დაინიშნენ სამი წლის წინ და რომელთაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ხვალ ეწურებათ.

“როგორ ართმევს მოსამართლე გახმაურებულ საქმეებს თავს, ზოგადი შეკითხვები დასმული იქნა. არა მარტო იმ კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ვინც თქვენ გაინტერესებთ, არამედ სხვა მოსამართლეების მიმართაც. კონკრეტულ თემებზე საუბარი არ ყოფილა, მარტო რუსთავი 2-ის საქმეზე კი არა, არის სხვა გახმაურებული საქმეებიც. კონკრეტულად არ ყოფილა საუბარი, მაგრამ ზოგადად კითხვები დაისვა კანდიდატების მიმართ და ითქვა, რომ ისინი როგორ ართმევენ გახმაურებულ საქმეებს თავს და როდესაც არის საზოგადოების მაღალი ინტერესი, როგორ მოქმედებენ,” – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ 12 მოსამართლეს დანიშნავს.

კანდიდატებს შორის არიან ის მოსამართლეები, რომლებსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურებათ. მოსამართლეებთან უკვე ჩატარდა გასაუბრება და გადაწყვეტილება საბჭომ სრული შემადგენლობის 2/3-ით უნდა მიიღოს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი : სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტურიც ჩატარდება მშვიდ ვითარებაში
შემდეგი სტატიალევან იზორია ნატოს სამიტზე მიწვეული არ ყოფილა- ელჩის პასუხი თინა ხიდაშელს