რუსთავი 2-ის პროცესი ხმაურით დასრულდა – შემდეგი სხდომა ხვალისთვის ჩაინიშნა

სამაუწყებლო კომპანია

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში ხვალ, დილის 10:00 საათიდან განახლდება. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიის ადვოკატებმა საქმის მასალების გასაცნობად დროს ითხოვდა. თუმცა სასამართლომ მათ ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა და პროცესი ხვალ დილის 10:00 საათზე დაინიშნა.

ამ გადაწყვეტილების გამო საქმის მოსამართლეებს ნიკა გვარამიამ „უსინდისოები“ უწოდა, რაზსაც შეკამათება მოყვა მასსა მოსამართლე ნატა ნაზღაიძეს შორის.

„ძალიან ვნანობ, რომ თავის დროზე ხმა მოგეცით, ჯობდა მომტეხოდა ხელი ვიდრე ხმა მომეცა თქვენთვის. პროცესია თუ აღსრულების პროცესია? ადამიანები ვართ ჩვენს და ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის დავალების შესრულების პროცესში ასე მიზანმიმართულობას,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიელისო ჩაფიძე: მე ვრჩები ბიძინა ივანიშვილის გუნდში
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: სად გაიქცევით ნაზღაიძევ, ურთმელიძევ, გუჯაბიძევ, ყაველაშვილო…შენ სად მიდიხარ თეა წულუკიანი