“რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდება

სამაუწყებლო კომპანია

“რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდება. ხელშეკრულებას 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო დღეს საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად, დადებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამაუწყებლო კომპანიას და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას მხარდაჭერა სჭირდება. “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოში ოპოზიციის კოორდინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს 2 მარტთან დაკავშირებით, რომ დაცული იყოს “რუსთავი2”. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება განახორციელებს შეტევას “რუსთავი 2”-ზე. აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება სწრაფი კოორდინაცია ამ მიმართულებით,“ – აცხადებს საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია.

ახალი მემორანდუმის გაფორმების მიზეზი “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოში, ზეპირი მოსმენის გარეშე ჩანიშნული პროცესი გახდა.

banner
წინა სტატიაშიმამა გიორგი მამალაძე უსაფრხოების გარანტიებს ითხოვს
შემდეგი სტატიაძალის დემონსტრირება და ეკლესის დისკრედიტაციის მცდელობა – ნიკა რურუა ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს