რუსთავი 2-ის მიტაცების სამართლებრივად „გააპრავება“- პეტრე ცისკარიშვილი რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე

სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი2“-ის მიტაცებას სამართლებრივი ფონი შეუქმნას და ამ პროცესებს რეალურ მართლმსაჯულებასთან არაფერი საერთო არ აქვს.

„ამ სასამართლო პროცესებს არაფერი აქვს საერთო სამართალთან და მართლმსაჯულებასთან. ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან მცდელობა, რომ სამართლებრივად „გააპრავოს“ რუსთავი 2-ის მიტაცება, ეს არის მათი ამოცანა, არჩე3ვნებამდე თუ არჩევნების მერე ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლოში დღეს რუსთავი2-ის საქმეზე მორიგი სასამართლო განხილვა იმართება.

banner
წინა სტატიაშიმურმან დუმბაძე: პოლიტიკური ნების შემთხვევაში “გერმანული მოდელის” მისაღებად საჭირო ხმების მოგროვება შეიძლება
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა