“რუსთავი 2”-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ტურავასა და სიჭინავას აცილების შუამდგომლობით მიმართა

“რუსთავი 2” საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მერაბ ტურავასა და ოთარ სიჭინავას აცილებას ითხოვს.

აღნიშნული შუამდგომლობით ტელეკომპანიის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

ადვოკატი ტურავასა და სიჭინავას აცილებას “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული საქმეების განხილვისას ითხოვს. როდის განიხილავს აღნიშნულ შუამდგომლობას საკონსტიტიტუციო სასამართლო, ვადა განსაზღვრული არ არის.

banner
წინა სტატიაში2017 წელს, სამხედრო ძალების რაოდენობა კვლავ 37 ათასი იქნება
შემდეგი სტატია“როდესაც არაფერი გაქვს სათქმელი, საზოგადოებისთვის ამ ტიპის ბოდვა უნდა ჩართო” – გიგა ბოკერია ივანიშვილს პასუხობს