“რუსთავი 2”-მა არ ინერვიულოს, “ნაციონალები” არ იქნებიან ჩვენ სიაში“ – ზურაბ ტყემალაძე

საარჩევნო სიის დაკომპლექტებაზე ქართული ოცნება უკვე აქტიურად მუშაობს. უახლოეს მომავალში კონსულტაციებს დაიწყებენ კოალიციაში შემავალი პარტიები. მანამდე კი უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამ საკითზე ისინი საბოლოოდ ჯერ არ ჩამოყალიბებულან.

გია ვოლსკი სიაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობაზეც საუბრობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, კოალიციის ერთიან სიას სათავეში ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგეს, მეორე ნომერი კი ამავე ვერსიით გია ვოლსკი იქნება.

ქართული ოცნების ყრილობამდე კიდევ ორი თვეა, ახალი თავმჯდომარის ოფიციალურად არჩევამდე პარტია კოალიციურ რეჟიმში კონსულტაციებს არ ჩქარობს.

“მინდა რუსთავი 2-მა არ ინერვიულოს, ნაციონალები არ იქნებიან ჩვენ სიაში,“ – აცხადებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენის რეკომენდაციების შესახებ ანგარიშს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები აბარებენ
შემდეგი სტატიამარილის ფალსიფიკაციის ფაქტზე 3 პირი დააკავეს