“რუსთავი 2-ის” თანამშრომელმა კახა კუბლაშვილმა შსს-ს შენობა დატოვა

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ რუსთავი 2-ის თანამშრომელმა კახა კუბლაშვილმა შსს-ს შენობა დატოვა. უწყებაში განმარტავენ, რომ ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორის მძღოლი დაკითხვაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გასაუბრებაზე დაიბარეს იმისათვის, რომ დამატებითი დეტალები გაერკვიათ.

საუბარია რუსთავი 2-ის მიერ 8 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წარმომადგენლები კახა კუბლაშვილის გადაბირებას ცდილობდნენ. ისინი კუბლაშვილის ხელფასითაც დაინტერესდნენ და თანხმობის შემთხვევაში, პირობების გაუმჯობესებასაც დაჰპირდნენ.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე: მივესალმები, თუ დავით კირვალიძე ჩვენ რიგებში გაწევრიანდება
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: თქვენ საფრთხის ქვეშ დააყენეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი