“რუსთავი 2”-ის თანამშრომელი შსს-ში დაიბარეს

news
: news დეკემბერი 9, 2015 13:11 განახლებულია

“რუსთავი 2”-ის თანამშრომელი შსს-ში დაიბარეს

მნიშვნელოვანი

  • "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული, - აღნიშნული ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

სხვა სტატიები

“რუსთავი 2”-ის თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული, – აღნიშნული ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ტელეკომპანიის თანამშრომელი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გასაუბრებაზეა დაბარებული, რომლის შემდეგაც დამატებითი დეტალები გაირკვევა.
“რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები “რუსთავი 2”-ის თანამშრომლის გადაბირებას ცდილობდნენ, კერძოდ, კომპანიის ფინანსური დირექტორის მძღოლი კახა კუბლაშვილი ოპერატიულმა ავტომანქანამ გააჩერა და “ტოიოტა კამრიში” გადასვეს. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველები მას სუს-ის თანამშრომლებად წარუდგნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მძღოლისგან კი სუს-ის წარმომადგენლები თანამშრომლობას ითხოვდნენ. ისინი კუბლაშვილის ხელფასითაც დაინტერესდნენ და თანხმობის შემთხვევაში, პირობების გაუმჯობესებასაც დაჰპირდნენ.

news
: news დეკემბერი 9, 2015 13:11 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics