რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი ხვალ დილის 11:00 საათზე განახლდება

არასაპარლამენტო ოპოზიცია

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი ხვალ დილის 11:00 საათზე განახლდება. განცხადება ამის შესახებ მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გამწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომსამართლეებმა პარლამენტის მიერ დაყენებულ სამივე შუამდგომლობაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც დაიწყო შეკითხვები მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებთან.

ხვალ დილიდან სხდომა იგივე პროცედურებით გაგრძელდება. საბოლოოდ კი მოსამართლეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სარჩელს, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია ითხოვს შეჩერდეს ურთმელიძის მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების ნორმა.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭო ქიბარ ხალვაშს მიმართავს
შემდეგი სტატიაქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს