ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2-ის” საქმეში აქტიურ ჩართვას არ გამორიცხავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიების მაესტროსა და რუსთავი 2-ის წილებზე პრეტენზიას აცხადებს. დღეს ოქრუაშვილმა კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და ტელეკომპანია მაესტროსთან საკუთარი პრეტენზიები დააკონკრეტა.

ირაკლი ოქრუაშვილს მაესტროს შემთხვევაში, პრეტენზია კოტე გოგელიას წილის ნახევარზე აქვს. რაც შეეხება რუსთავი 2-ს, ოქრუაშვილმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

„ნახევარი ჩემია ნამდვილად, რაც შეეხება რუსთავი 2-ს ეს ცოტა ვრცელი თემაა და 5 წუთიანი საუბრით ვერ შემოვიფარგლები,“ – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი და აქვე აზუსტებს, რომ მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ხელშეკრულება არსებობს და როცა მოვა დრო შესაძლოა მან დოკუმენტი გამოაქვეყნოს.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ საქმიანობას, ირაკლი ოქრუაშვილი კურიერთან საუბრისას ამბობს, რომ ის პოლიტიკაში აქტიურობით არ გამოირჩევა და ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანი ქალაქ გორში არსებული ვითარების გამოსწორებაა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ვისზეც არ უნდა იყოს კადრები გავრცელებული, აუცილებელია მისი გამოძიება
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია: ყველამ ვიცით, რომ ეს მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახებოდა