რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სხვა ტელეკომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს

გიორგი ლაფერაშვილი.

rus1სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე საუბრობს და სხვა ტელეკომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს.

„არ შემიძლია წუხილით არ ავღნიშნო ის რომ, ეხლა პირდაპირი ჩართვის მხოლოდ 1 ჯგუფს ვხედავ და ისიც რუსთავი 2-ს ეკუთვნის. არც ერთ სხვა არხს ეს ამბავი ჯერ არ მოუყოლია. საქართველოში, სადაც არ არის რუსთავი 2- ისეთი ფორმით,  როგორიც ეხლა ჯერ კიდევ არ იციან, რომ ეს განჩინება მოსამართლე ურთმელიძემ დაწერა და ის რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია. საქართველოში, სადაც არ არის რუსთავი 2 იმ ფორმით რა ფორმითაც არის ეხლა, ჯერ კიდევ არ იციან, რომ სანდრო ეულის ქუჩაზე ტელევიზიასთან დგანან სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, თითქმის ყველა პასუხისმგებლობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ისინი აპროტესტებენ ერთს, კონსტიტუციის დარღვევას ამ ქვეყანაში. მე მინდა გთხოვოთ თქვენ კოლეგებო, თქვენს და ჩემს მეგობრებს, ჰკითხოთ თქვენს რედაქტორებს რატომ იყო დღეს აქ ტელევიზიის ჩართვის მხოლოდ ერთი აპარატი, ისიც რუსთავი 2-ის. მე მახსოვს 2007 წელს რა გახდა ტელეკომპანია იმედში შეჭრის საფუძველი, ეს იყო ერთი ჟურნალისტის ერთი პირდაპირი ჩართვა, იურიდიულად ეს ასე გაფორმდა, რასაც მე არ ვეთანხმებოდი. მე მინდა ვთხოვო არასამთავრობოებს, რომლებიც მუშაობენ მედიამონიტორინგზე, ასევე გაეროს და ევროკავშირის ერთობლივ პროექტს, რომელიც წინასაარჩევნო მონიტორინგს ახორციელებს, დღევანდელი ეთერიდან დაწყებული ყველა ეთერი შეისწავლონ და თუ ისინი ერთ გადაცდომას მაინც აღმოაჩენენ ერთ მიიღოს ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები. ასეთი მშვიდი და დინჯი მუშაობა რუსთავი 2-ს ჯერ არ ჰქონია. ამას ვეუბნები იმ ადამიანებსაც, ვინც სოციალურ ქსელში აქტიურად ხალისობს თემაზე-ისტერიული წამყვანები, ისტერიკა რუსთავი 2-ში. სასაცილოა ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ თქვენ ეხლა ზიხართ და უყურებთ რუსთავი 2-ს, რომელსაც ასე აკრიტიკებთ,“-აცხადებს გიორგი ლაფერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიამ 2 სამარცხვინო ცენზორის სახელი და გვარია დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი
შემდეგი სტატია”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი