რუსთავი 2″-ის კორეპონდენტი კახეთში ია გულიაშვილი სოციალურ ქსელში ქიბარ ხალვაშის განცხადებას პასუხობს

რუსთავი 2

რუსთავი 2"-ის კორეპონდენტი კახეთში ია გულიაშვილი სოციალურ ქსელში ქიბარ ხალვაშის განცხადებას პასუხობს“დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, მე “რუსთავი 2”-ის კორეპონდენტმა კახეთში, რომელსაც ქიბარ ხალვაშმა უკვე დამიანონსა სამსახურიდან გაგდება, მე გადავიღე ვაზის აჩეხვის ამბავი. მომხდარით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ფბ-ში ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დადებული ფოტო ვნახე წარწერით, “იჩეხება.” არ მითხრათ, რომ თქვენ არ წახვიდოდით.

დიახ, მე რომ ადგილზე ჩავედი, გელა გრიშენკო ნაჯახით, ოღონდ ურთმელიძის დედის არა, საკუთარით, ჩეხდა ვაზს. ირწმუნებოდა, რომ ამას ფასის გამო აკეთებდა. რომ ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასრულა, რომ ქარხანამ მხოლოდ 60 თეთრი გადაუხადა და პროტესტი ასე გამოხატა. ყვებოდა, რომ როგორც კი ქარხნიდან თანხას მიიღებდა, მუშებს დაიქირავებდა და ვენახს ბოლომდე აჩეხდა. მთელი გულწრფელობით ამბობდა, რომ მიმდებარედ არსებული ვენახი ერთი კვირის წინ გაჩეხა. რომელიც შემდეგ მისი არ აღმოჩნდა და მეორე დღეს დაადასტურა კიდეც და თქვა, ამბის გამწვავება მინდოდაო.

დღის ბოლოს ადგილზე ჩავიდა კახეთის გუბერნატორი და ამხილა გრიშენკო, რომ იგი საკუთართან ერთად სხვის გაჩეხილ ვენახს იჩემებდა. სიუჟეტი სწორედ ხელისუფლების პოზიციით დაიწყო და მეორე ნაწილში გრიშენკოს ამბავი მიება.

რამდენად კეთილსინდისიერად მოიქცა გრიშენკო, დიდი ხანია, აღარ განვიხილავ!

თუ ვინმე, სადმე, რომელიმე ადამიანი თვლის, რომ ეს ამბავი ჩემი დადგმული და გამოგონილია და მე ვარ ზონდერი, ის ისევე მართალი და სინდისიერია ყველაფერში, როგორც აქ, ამ და სხვა ნაწილში.

კოლეგებო, იცოდეთ, რომ კახეთში ზონდერი ჟურნალისტი გყავდათ რუსთავი 2 ზე!”, – წერს გულიაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძე სადეპუტატო მანდატს დატოვებს?
შემდეგი სტატია(ვიდეო)გიორგი მარგველაშვილი “რუსთავი 2-ის” საქმეზე განცხადება გააკეთა