„რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ეგზიტპოლი და არჩევნების შეფასებისთვის არანაირი დატვირთვა არ ექნება”

„რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ეგზიტპოლი და ბუნებრივია, რომ არჩევნების შეფასებისთვის არანაირი დატვირთვა არ ექნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭრილები არიან.

„12 წუთის განმავლობაში ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის გენერალური პროკურორი საუბრობდა ღიად იმაზე, თუ რა კარგია რევოლუცია. საუბრობდა რამდენად ლეგიტიმური შეიძლება იყოს ის რევოლუცია, რომელზეც ჩანაწერშია საუბარი. ნიკა გვარამია პირდაპირ ცდილობდა რევოლუციის ლეგიტიმაციას 8 ოქტომბრის შემდეგ. ეს არის მათი გეგმა, ეს არის „ნაცმოძრაობის“ გეგმა, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის გეგმა, თუმცა ამ გეგმას აღსრულება არ უწერია, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი არის „ნაცმოძრაობის“ ეგზიტპოლი, პირადაპირ ვიცით ვინ არის მფლობელი, ყარამანაშვილი, ფორმალურად სააკაშვილი, „ნაცმოძრაოაბა“, ვიცით როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში და როგორ აღმოჩნდა ძალიან მყარად „ნაცმოძრაობის“ ხელში. შესაბამისად „რუსთავი 2“-ის ინტერაქტივი არის „ნაცმოძრაობის“ ინტერაქტივი, „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი, არის „ნაცმოძრაობის“ ეგზიტპოლი და ბუნებრივია, არჩევნების შეფასებიბას არანაირი დატვირთვა არ ექნება. ეს არის ძალიან მარტივად გაშიფრული მიზანი, რომელსაც არანაირი განხორციელება არ უწერია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიბერლინის პოლიციამ მიგრანტი მოკლა
შემდეგი სტატიაМН17-ის გამოძიება: რაკეტა თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკიდან იყო გაშვებული