“რუსთავი 2” არხის ვებგვერდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 91%-იანი წილის მფლობელები - გიორგი ყარამანიშვილი, ლევან ყარამანიშვილი და შპს ტელეკომანია "საქართველო" განცხადებას ავრცელებენ“რუსთავი 2” არხის ვებგვერდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შეფერხებით მუშაობს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ვებგვერდი. დღეს საღამოს გადაცემა P.S-ის დაწყების წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არხის ყოფილმა მფლობელმა დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზე იყო რეგისტრირებული მისამართი rustavi2 com, გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა, რითაც 10 ათასობით ადამიანი, ვინც “რუსთავი 2”-ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა, ინფორმაციის გარეშე დატოვა.

ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და “რუსთავი 2″-ის ოფიციალური ვებგვერდი განთავსდება შემდეგ მისამართზე rustavi2.ge”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება
შემდეგი სტატიასომხეთში ეგზიტპოლებით მმართველი პარტია იმარჯვებს