“რუსთავი 2”-ის ადვოკატები სტრასბურგში დამატებით დოკუმენტაციას გადაგზავნიან

რუსთავი 2-ის ადვოკატები რამდენიმე საათში სტრასბურგში აღსრულების შეჩერების მექანიზმის გასახანგრძლივებლად საჭირო დამატებით დოკუმენტაციას გადაგზავნიან. დოკუმენტაციას შორის არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის განცხადებები.

მათ შორის არის ტელეკომპანიის იურისტების არგუმენტირებული პოზიცია – თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ დროებით შეჩერებით მექანიზმს ვადა 8 მარტს ეწურება.

banner
წინა სტატიაშიბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით 55წლის ქალი და 12 წლის ბავშვი გარდაიცვალნენ
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაშის ადვოკატი გვიან ღამით მიუნხენის რეისით გაემგზავრა – პაატა სალია ვიზიტის დეტალებზე არ საუბრობს