რუსთაველზე ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ლიდერები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და მათი ლიდერები იკრიბებიან, რომლებიც აქცია-მსვლელობას გამართავენ.

ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობა „რუსთაველის“ მეტროდან პუშკინის სკვერამდე გაიმართება, სადაც პარტიის ლიდერები პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ.

პარტიის მხარდამჭერები სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან. მათი ნაწილი ელბაქიძის აღმართზე, ნაწილი ვარდების მოედანზე, ნაწილი კი „რუსთაველის“ მეტროსთან იკრიბება. აქციის ორგანიზატორებს თბილისის მერიაში შეტანილი აქვთ განცხადება, სადაც მითითებულია, რომ აქციის ლოკაცია შემოიფარგლოს რუსთაველის მეტროდან ამაღლების ქუჩამდე.

აქციის ორგანიზატორები ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსვლელობის მონაწილეები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გადაინაცვლებენ.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. აქცია 14:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიბავშვებისა და ოჯახების დალოცვის მიზნით მომავალ შაბათს პარაკლისი აღევლინება
შემდეგი სტატია„ნაციონალების“ აქციის გამო რუსთაველზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია