რუსთაველზე აქციის დროს უშუქობამ ამ აქციას კიდევ უფრო შესძინა შთამბეჭდაობა-ვიზუალური

რუსთაველზე აქციის დროს უშუქობამ ამ აქციას კიდევ უფრო შესძინა შთამბეჭდაობა-ვიზუალური, ემოციური, პოლიტიკური. რა თქმა უნდა, ამან ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმუშავა.
იმ ცუდ ამინდში, დენის დრულად ჩართვა ტექნიკურად ვერ მოხერხდა თუ, როგორც ამბობენ, რომელიღაც მოხელეს დააგვიანდა ღილაკზე ხელის დაჭერა, არაფერს ცვლის-ხელისუფლებამ იზარალა.
ის, რომ შუქი შეგნებულად გამორთეს, ამის სწამს ბევრს.
ახლა არა აქვს აზრი იმის მტკიცებას, ეს მართლაც შეგნებულად მოხდა თუ შემთხვევით. ამ ფაქტს არც მოუხდენია დიდი გავლენა მოვლენების განვითარებზე. ეს მხოლოდ იმის სათქმელად დამჭირდა, რომ ქვეყანა აზროვნებს შეთქმულების თეორიის პრინციპებით, მითები და ჭორები ზომაზე მეტად კვებავენ ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეს.
ადამიანების მიერ მოვლენების კონსპირაციული
მიზეზებით წარმოჩენა არაა უცხო არცერთი ქვეყნის მაცხოვრებლებისათვის, მაგრამ ქართული საზოგადოება განსაკუთრებითაა მიდრეკილი ამისკენ. ეს, ბუნებრივია, რაღაცის მიზეზია, მაგრამ ასევე რაღაც შედეგსაც ბადებს.
ჩვენს დღევანდელ ყოფაში ამ ტიპის აზროვნებასაც მიუძღვის თავისი გარკვეული როლი.

 

საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიეგეოსის ზღვაზე დიდი მიწისძვა მოხდა
შემდეგი სტატიარატომ უწოდებს კახა მიქაია გია ვოლსკს გია ” ბოლსკს”