რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება მწერალ, მერაბ რატიშვილის შეხვედრა მკითხველთან

2018 წლის 18 მაისს, 16:30 საათზე რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება მწერალ, მერაბ რატიშვილის შეხვედრა მკითხველთან და ახალი რომანის – „ბედის მწერლები“-ს პრეზენტაცია (გამომცემლობა „წიგნიერი“).

მერაბ რატიშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო რუსთავის № 6 საპყრობილეში. ორი წლის განმავლობაში (2011-2013) გამოსცა რომანები – „ჯუღა“, „ილიადი“, „თეთრი ლამა“, „დაკარგული ფურცლები“, ლექსების და მოთხრობების კრებული „ოდესღაც“, – წიგნებმა მოაზროვნე მკითხველის აღიარება და პოპულარობა გამოცემისთანავე მოიპოვა.
რომანი „ბედის მწერლები“ – პირველი წიგნია, რომელიც პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწერა.

წიგნი მოგვითხრობს უძველესი ქართველური ტომებისა და სამეფოების კავშირ-ურთიერთობებს, მათ მნიშვნელოვან ადგილს ადამის მოდგმის განვითარებაში და წინარე ცივილიზაციის შემორჩენილ არსებებთან, იგივე ხვთისშვილებთან თანაცხოვრების ისტორიას, ძვ.წ. II ათასწლეულის შუა საუკუნეებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მზია რაზმაძე
+995 571 131211
ეკა რატიშვილი
+995 593 336767
tsignieri@yahoo.com

16:30 საათზე – შეკრება და ფურშეტი
17:00 საათზე – ახალი წიგნის პრეზენტაცია, შეხვედრა მკითხველთან.

banner
წინა სტატიაშისუიციდის ფაქტი სენაკში
შემდეგი სტატიამთავრობა თბილისის მერიას დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარს გამოუყოფს