,, რუსთაველის გამზირზე რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აკეთებენ, პირდაპირ პროვოკაცია და ობსტრუქციაა”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, რუსთაველის გამზირზე რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აკეთებენ, პირდაპირ პროვოკაცია და ობსტრუქციაა. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება.

დეპუტატის განმარტებით, კანონში წერია, რომ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მაშინ შეიძლება, როცა ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე ამის საჭიროება ბუნებრივად არის.

„სხვა შემთხვევაში, ხელოვნურად შეფერხება პროპორციული არ არის და ასეთ დროს შეიძლება ასეთი მოქმედება შეიზღუდოს. ის მოქმედება ძალიან კორექტულად განხორციელდა, რაც პოლიციამ გააკეთა. ყველა კანონიერი მოქმედების განხორციელება კანონის სრული დაცვით მაქსიმალურად სწორად უნდა მოხდეს. ერთი მხრივ, კონსტიტუციური უფლებაა, აზრი გამოხატონ, სადაც უნდათ და როგორც უნდათ, მაგრამ ამას მეორე ნაწილი მოსდევს, რომ ეს სხვა პროცედურებისა და ნორმების დამრღვევი არ უნდა იყოს. შვილმკვდარი მშობლის ტრაგედია და ემოცია განსხვავებულია და მის მიმართ ჩვენი თანაგრძნობისა და თანადგომის ხარისხი სხვაა, მაგრამ როცა ვუყურებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რას აკეთებენ, ეს პირდაპირ პროვოკაცია და ობსტრუქციაა“, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვებს შლიან
შემდეგი სტატია“ივანიშვილმა გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება… ნუ შეგეშინდებათ მათი! მათი აღსასრული ძალიან ახლოა”