რუსთაველის 850 წლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სახელმწიფო კომისიები შეიქმნება

შოთა რუსთაველის 850 წლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სახელმწიფო კომისიები შეიქმნება.
ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და მზადყოფნა გამოთქვა, დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჩართოს.
“მოგეხსენებათ, რომ გაისად, რუსთაველის 850 წლისთავი აღინიშნება და ჩემი სურვილია, რომ ეს მეტად პომპეზურად აღვნიშნოთ, როგორც ეკადრება რუსთაველს. ამასთან დაკავშირებით ვთხოვე ჩემს ადმინისტრაციას, რომ შევქმნათ სახელმწიფო კომისია და ძალიან მაღალ დონეზე აღვნიშნოთ რუსთაველის 850 წლის იუბილე. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავიც აღინიშნება. ჩვენ ასევე გვინდა, რომ ესეც სახელმწიფო კომისიის დონეზე გავაკეთოთ და ყველა უწყება ჩავრთოთ, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც და მოვემზადოთ სათანადოდ. ასევე მსურს, რომ მოვიწვიოთ მაღალი დონის ოფიციალური პირები მეგობარი სახელმწიფოებიდან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმომავალ წელს სრულიად ქართველთა კონგრესი ჩატარდება
შემდეგი სტატიაკრისტინ ლაგარდის წინააღმდეგ საფრანგეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო