“რუსო ჯარისკაცო, წადი სახლში!”

რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებს ბანერი, რომელიც ბელორუსიაში, “ლოსვიდოს” სამხედრო პოლიგონთან ახლოს დაკიდეს უცნობმა პირებმა. ამის შესახებ იუწყება უკრაინული არხი “24 канал“. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბანერის ავტორებმა ამ აქციით პროტესტი გამოხატეს რუსეთისა და ბელორუსის მიერ დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო სწავლების “დასავლეთი–2017” მიმართ. სწავლება დაიწყება ამა წლის 14 სექტემბერს და ერთი კვირა გაგრძელდება. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, სამხედრო სწავლების დასრულების შემდეგ რუსეთი თავის სამხედრო კონტიგენტს არ გაიყვანს ბელორუსიის ტერიტორიიდან.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ნაკრები ConIFA–ს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება