რუსმა სამხედროებმა სოფელ ქვეშის მკვიდრი დააკავეს

რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი, 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე შავერდაშვილი დააკავეს.

შავერდაშვილის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს მდებარე სარწყავი არხიდან წყლის გამოშვებას ცდილობდა.

ამ დროისათვის იგი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

მომხდარის შესახებ საქმის კურსშია შსს და ადგილობრივი თვითმმართველობა.

banner
წინა სტატიაშიობამამ 67 სამუდამო პატიმარი შეიწყალა
შემდეგი სტატიათაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს