რუსმა მესაზღვრეებმა სკოლის მოსწავლე ძმები დააკავეს

17090096„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, დღეს, დილით, გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრნი, ძმები ყალიჩავები, რომლებიც სკოლაში მიდიოდნენ, ე.წ. რუსმა და აფახაზმა მესაზღვრეებმა ორსანტია-ოტობაიას დამაკავშირებელ ხიდზე არსებულ რუსულ საგუშაგოზე გააჩერეს და სკოლაში არ გაუშვეს. ბავშვებს, რომლებიც დარჩელის საჯარო სკოლაში სწავლობენ, დღემდე გადაადგილებაზე პრობლემა არ შექმნიათ.
რატომ დააკავეს მესაზღვრეებმა მოსწავლეები, უცნობია. ბავშვები ოტობაის ბაზაზე ჰყავთ გადაყვანილი და მშობლების მისვლას ელიან, სხვა შემთხვევაში, მათ გათავისუფლებაზე უარს ამბობენ.

banner
წინა სტატიაში“ვადასტურებ, რომ მონაწილეობას მივიღებ გადაუდებლად, ვიბრძოლებ ყველა კანონიერი მეთოდით”
შემდეგი სტატიაფოტოგრაფების საქმე გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი- ბრიფინგი პროკურატურაში