რუსლმა კომპანია „გაზპრომმა“ ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ კონტრაქტს ხელი მოაწერა

ენერგეტიკის სამინისტრო აგვისტოში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.

რუსლმა კომპანია „გაზპრომმა“ ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ კონტრაქტს ხელი მოაწერა და დოკუმენტი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში უკვე მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში დაადასტურეს.

მათივე განმარტებით, ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ძალაში რჩება კონტრაქტის ძველი პირობები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტი დარჩება.

ამასთან, ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად დარჩენლია შიდა პროცედურები. კერძოდ – ხელშეკრულება უნდა მოიწონოს საქართველოს იუტიციის სამინისტრომ და დასამტკიცებლად მთავრობის სხდომაზე გავიდეს.

banner
წინა სტატიაშიWikiLeaks: “პანამის დოკუმენტების” უკან სოროსი დგას
შემდეგი სტატიასომხურმა მხარემ ტაპგარაგოინლუს რაიონს ცეცხლი გაუხსნეს