რუსი ტურისტები აფხაზეთზე უარს ამბობენ

აფხაზური და რუსული მედია, ოკუპირებულ რეგიონში რუსი ტურისტების ნაკადის მკვეთრ შემცირებაზე საუბრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში რუსი ტურისტების ნაკადის კლება მათზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ დაიწყო და გუდაუთაში ორიოდე დღის უკან მომხდარი სამხედრო საწყობის აფეთქების შემდეგ, კატსტროფულ მაჩვენებლებს მიუახლოვდა. როგორც აფხაზი და რუსი ტურ-ოპერატორები აცხადებენ, ტურისტების ნაკადი აფხაზეთში 35-50%-თ შემცირდა.

როგორც ტურ ოპერატორები აღნიშნავენ, რუსი ტურისტები, რომლებიც უარს ამბობენ აფხაზეთში ჩასვლაზე, უმეტეს შემთხვევაში სოჭში დასვენებას განიხილავენ ალტერნატივად.

banner
წინა სტატიაში„სასაცილო და აბსურდული“ – მაიკ პენსი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას გამორიცხავს
შემდეგი სტატიათავდასხმა ავღანეთში – მსხვერპლი 50-ს აჭარბებს