რუსი სამხედროების მიერ დაკავებული რუსუდან ლუქხუტაშვილი გათავისუფლებულია

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 40 წლის რუსუდან ლუქხუტაშვილი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო დაკავებული.

რუსთავში მცხოვრები 40 წლის რუსუდან ლუქხუტაშვილის დაკავების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

საქართველოს მოქალაქის დაკავება ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ ბალთასთან მოხდა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატისთვის მხარდაჭერა – არასაპარლამენტო ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრება აქვთ
შემდეგი სტატია,,სოზარ სუბარი აუცილებლად იქნება ჩვენს გუნდში იმ როლით, სადაც მაქსიმალურად შეძლებს თავისი ძლიერი მხარეების რეალიზაციას”