რუსი პოლიციელი პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის ბალშაია ორდინკას ქუჩაზე პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებულ ქალბატონს, ჩანთაში დიდი რაოდენობით კონტრაცეფტივები, იმუნური დაცვის საშუალებები და რუსეთის შსს-ს თანამშრომლის ნამდვილი მოწმობა აღმოაჩნდა, აცხადებს რუსული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, პროსტიტუციით დაკავებული ქალბატონი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სარატოვის ოლქის პოლიციის ოფიცერი აღმჩნდა. სარატოვის პოლიციამ, მასთამ კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის შსს, ვერ ასახელებს მოტივს, თუ რამ გადააწყვეტინა პოლიციის ოფიცერ ქალბატონს, დაკავებულიყო შემოსავლის ალტერნატიული წყაროს ძებნით.
როგორც დამოუკიდებელი რუსული წყაროები აცხადებენ, აღნიშნულმა ქალბატონმა მართალია პოლიციაში სამსახური დაკარგა, მაგრამ მიუხედავად ამისა მას ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ შეეძლება დაუბრუნდეს საყვარელ საქმიანობას, რომელიც გაცილებით მაღალანაზღაურებადია – ვიდრე პოლიციელის.

banner
წინა სტატიაშიიმაში, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ჰქონოდა რეზერვში რუსეთის დახმარების მიღების საშუალებაც, ცუდს ვერაფერს ვხედავ
შემდეგი სტატიაგაბელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გავიდა