რუსი მღვდელი მოსკოველებს ზიარებისკენ მოუწოდებს: ჩვენ არ გვეშინია დიდი ქალაქების დანგრევის

რუსი მღვდელი ვსევოლოდ ჩაპლინი თავის “ფეისბუქ” გვერდზე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება და ასეთ სტატუსს აქვეყნებს : “როგორც ჩანს, ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიდის ამერიკელებთან სირიის საკითხზე. აქ მთავარია – შიშში არ გავცვალოთ თავისუფლება, მომავალი, რუსეთის დამოუკიდებლობა და მისი ადგილი მსოფლიოში. და საუბარი უნდა იყოს არა მხოლოდ სირიაზე და არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთზე. ასადის გადაყენებას მოითხოვენ – შეიძლება ამაზე წასვლა, მაგრამ უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფრო ხისტი ფიგურის არჩევა ან სირიის რამდენიმე ეთნოკონფესიულ სახელმწიფოდ დაყოფა (სხვები იქ ისედაც ვერ იცხოვრებენ). თუმცაღა, საპასუხოდ, ულტიმატუმის ფორმით უნდა განვაცხადოთ, რომ კიევსა და უკრაინის მთელ მარცხენა სანაპიროზე საკუთარი მოქალაქეების და თანამემაულეების დაცვის იმავე პრინციპებს ვიყენებთ, რაც ყირიმში იყო გამოყენებული. რამდენიმე დღის მანძილზე.
მთავარი კი – უნდა მივახვედროთ, რომ ამერიკელებისგან განსხვავებით, ჩვენ საერთოდ არ გვეშინია დიდი ქალაქების დანგრევის. რისი უნდა ეშინოდეს ხალხს, რომელიც სამუდამოდ ცხოვრობს? მოსკოველებს და პიტერელებს რეკომენდაციას ვაძლევ უახლოესი ორი სამი დღის მანძილზე ეზიარონ და განიწმინდონ. შუა რუსეთში კი მილიონების გარეშე, მხოლოდ უკეთესად იცხოვრებენ” – დაწერა მღვდელმა ჩაპლინმა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა კვიპროსზე საკუთარ ბაზასთან საჰაერო სივრცე დახურა
შემდეგი სტატიაბრიტანეთმა სირიაში თვითმფრინავი გააგზავნა, რომელიც ავიადარტყმებისთვის არის განკუთვნილი