რუსი მესაზღვრეები ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან კონტაქტებს ითხოვენ…

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ქალაქ სოჭში მიმდინარე სასაზღვრო უწყებების საერთაშორისო ფორუმზე დამსწრე შავი ზღვის ქვეყნების წარმომადგენელთა შორის, ქართველი და უკრაინელი სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები  არ ყოფილან…

რუსეთის ფე-ეს-ბე-ს სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის იური ალეკსეევის განცხადებით, რუსეთი შავი ზღვის ქვეყნების სანაპირო დაცვის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და იმედს იტოვებს რომ ამ თემასთან დაკავშირებით კონტაქტები ექნება ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან…

,,პირველივე ფორუმზე, ორი ქვეყნის – საქართველოსა და უკრაინის გამოუცხადებლობა, ჩვენს წუხილდ იწვევს. ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, მივმართავთ ყველანაირ ზალისხმევას რომ კონტაქტები არ შეწდეს. ჩვენ ოპტიმისტები ვართ და ვიმედოვნებთ რომ თბილი ქარი დაუბერავს,, აღნიშნა ალეკსეევმა.

აღსანიშნავია, რომ სოჭის ფორუმს, რუსეთის გარდა თურქეთის, ბულგარეთის  და რიმუნეთის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიდოპინგის სკანდალი: სოკი ემუქრება რუსეთს დისციპლინარული ზომებით
შემდეგი სტატიაიკლო კი გალის რაიონში კრიმინალმა?