რუსი მაშველები რიწაში დაღუპულის სამძებრო სამუშაოებს შეუერთდნენ

რუსი მაშველები რიწაში დაღუპულის სამძებრო სამუშაოებს შეუერთდნენ

1014302283აფხაზ მაშველებს რუსი მაშველებიც შეუერთდნენ რიწაში დაღუპული ურალის სასაზღვრო სამმართველოს ეკონომიკური საქმიანობის უფროსის მოადგილის ვადიმ მიასნიკის სამძებრო სამუშაოებში, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს.
აფხაზეთის ფე-ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრის ლევ კვიცინიას თქმით, მან გუშინ მიმართა რუსეთის შესაბამის სამსახურებს დახმარებისთვის. „დღეს უკვე 20-ზე მეტი მაშველი დაიწყებს სამძებრო სამუშაოებს. მათ თან ჩამოიტანეს სპეციალური მოწყობილობები, მათ შორის ხუთი ერთეული ტექნიკა, რომელიც ტბის ძნელად მისაღწევ ადგილებში ძებნას გააადვილებს“ – განაცხადა კვიცინიამ.
შემთხვევის ადგილას მაშველემბა კარვები გამართეს.
დაღუპული 46 წლის არის და ის რიწაზე მეუღლესთან, შვილებთან და მეგობრებთან ერთად ისვენებდა.
ძებნა ტბის რთული რელიეფის გამო გართულდა.

banner
წინა სტატიაშიმეტრო აფხაზეთში–ახალ ათონს და სოხუმს ერთმანეთთან მეტრო დააკავშირებს
შემდეგი სტატიასასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო