რუსი დეპუტატი მოუწოდებს თურქეთს, გადასცეს აია სოფიას ტაძარი ქრისტიანებს

აია სოფიას ტაძარი ქრისტიანებს

 აია სოფიას ტაძარი ქრისტიანებსრუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მოუწოდეს თურქეთის ხელისუფლებას, გადასცეს აია სოფიას ტაძარი, რომელიც სტამბოლშია, ქრისტიანებს. დღეს აქ ფუნქციონირებს მუზეუმი. ასეთი მიმართვით გამოვიდა კომუნისტური პარტიის დეპუტატი, ქრისტიანული ფასეულობების დაცვის საკითხებში ფრაქციათა შორისი ჯგუფის კოორდინატორი სერგეი გავრილოვი, წერს „პარლამენტსკაია გაზეტა“.
„ჩვენ ველოდებით თურქული მხრიდან მეგობრულ ნაბიჯს – კონსტანტინოპოლის აია სოფიას ტაძრის დაბრუნებას ქრისტიანებისთვის. რუსული მხარე მზად არის მატერიალურად მიიღოს მონაწილეობა, ასევე მოიწვიოს რუსეთის საუკეთესო რესტავრატორები და მეცნიერები. ამ ნაბიჯით თურქეთს და ისლამს ეძლევა საშუალება, აჩვენონ, რომ კეთილი ნება პოლიტიკაზე მაღლა დგას“ – განაცხადა დეპუტატმა.
აია სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ააგეს 537 წელს, 1453 წელს, როცა ოსმალეთმა დაიპყრო ბიზანტია, ტაძარი მეჩეთად გადააკეტეს, 1935 წლიდან არის მუზეუმი. ტაძარი შესულია მსოფლიოს მემკვიფრეობის იუნესკოს სიაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი სამაგიეროს გადაუხდის თურქეთს იმით, რომ აღიარებს სომხეთის გენოციდს
შემდეგი სტატიაარა” – გეოპოლიტიკურ ეგოიზმს: პოლონეთი ნატოსგან ითხოვს მთავარი შეთანხმების დენონსირებას