რუსი ჩინოვნიკი თურქეთში რუსეთის ელჩის მკლელობას უცხოურ სპეცსამსახურებს უკავშირებს

თურქეთში რუსეთის ელჩის სიკვდილი ტერორისტების მიერ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აქციაა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს კომიტეტის პირველმა თავმჯდომარის მოადგილე ფრანც კლინცევიჩმა განაცხადა.
„ყველამ იცოდა, რომ ელჩი ფოტოგამოფენაზე იქნებოდა,” – ამბობს ჩინოვნიკი და ეჭვობს, რომ ტერქტი ერთ-ერთმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ – „ისლამურმა სახელწმიფომ“, ან „ქურთების განმათავისუფლებელმა არმიამ“ განახორციელა. რუსი ჩინოვნიკის აზრით, ეს უკანასკნელი ცდილობს, რომ პრეზიდენტ ერდოღანს იმიჯი გაუფუჭოს. რუსი ჩინოვნიკი არც იმას გამორიცხავს, რომ ტერაქტის უკან უცხოური სპეცსამსახურები იდგნენ.
„ცხადია,რომ ეს გამოწვევის დემონსტრირებაა და ეს გამოწვევა რუსეთისკენაა მიმართული,” – ამბობს კლინჩევიჩი.
შეგახსენებთ: რუსეთის ელჩზე ანკარაში თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. თავდამსხმელი 22 წლის ყოფილი პოლიციელია.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ელჩი სირიაში რუსული პოლიტიკის გამო მოკლეს
შემდეგი სტატიამწუხარებას გამოვხატავ თავდასხმის შედეგად თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის – ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო