“რუსეთთან ომი დღეს არავის უნდა, მაგრამ თუ საჭიროება დადგა, არამგონია, ვინმემ უკან დაიხიოს”

tevzadze2რუსეთთან ომი დღეს არავის უნდა, მაგრამ თუ საჭიროება დადგა და სასიცოცხლო ინეტრესებს შეეხნენ, არამგონია ვინმემ უკან დაიხიოს, აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ დღეს პორტალ „კვირაში” სტუმრობისას გააკეთა. მისი განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, მოვლენების იმგვარი განვითარება, რომ ნატო-ს არ სურს რუსეთთან დაპირისპირება და საქართველოს ალიანსში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის უარს იტყვის მის ტერიტორიებზე.

„დღეს, ალიანსის დღის წესრიგში არ დგას გაფართოება და ეს კარგა ხანია ასეა. მათი გაფართოება გარკვეულ პერიოდში სწრაფად მოხდა და ჯერ კიდევ ის სივრცეა ასათვისებელი. არ მგონია, რომ საკითხი დადგეს ისე, რომ თქვენ ოკუპირებული ტერიტორიები დათმეთ და ჩვენ ალიანსში მიგიღებთ, რადგანაც ჩვენ რუსეთთან ომი არ გვინდაო. რუსეთთან ომი დღეს არავის უნდა, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვა და სასიცოცხლო ინეტრესებს შეეხნენ, არ მგონია ვინმემ უკან დაიხიოს. ფაქტი ერთია, ალიანსის გაფართოების საკითხი დღეს არ დგას და ნებისმიერი სპეკულაცია ამ თემაზე, ან წინასააღჩევნო პიარის ნაწილია, ან კიდევ გარკვეული პოლიტიკური ქულების მოპოვების მცდელობა სხვების ხარჯზე”,-განაცხადა თევზაძემ.

banner
წინა სტატიაშიკუდ-ის ყოფილმა უფროსმა, ლევან ქარდავამ, სასამართლოზე ჩვენება შეცვალა
შემდეგი სტატიაავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა მიმდინარეობს