რუსეთში ვალუტის გადინების გამო განგაშია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 16, 2017 00:24

რუსეთში ვალუტის გადინების გამო განგაშია

რუსეთის ,,ცენტრობანკი,, სავალუტო რეზერვების კატასტროფულად შემცირების გამო განგაშის ზარს სცემს.


რუსული მედიის ინფორმაციით, ცენტრობანკმა დღეს უკვე ოფიციალურად აღიარა ის ფაქტი, რასაც დამოუკიდებელი რუსი ექსპერტები კარგა ხანია აცხადებენ. კერძოდ ის, რომ ქვეყნიდან ვალუტის გადინებამ 2014 წლიდან მოყოლებული რეკორდულ მასშტაბებს მიაღწია.
,,ცენტრობანკის,, მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, მეორე კვარტალის მონაცემებით, ქვეყანაში ვალუტის შემოსვლასა და გადინებას შორის სხვაობამ 3 მილიარდ 400 მილიონი დოლარიშეადგინა. როგორც რუსეთის მთავარი ბანკი აღნიშნავს, ეს მაჩვენებელი 5-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე 2015 წლის ამავე პერიოდის მონაცემები და 3-ჯერ უფრო დიდი – ვიდრე 2014 წელს.გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეების მონაცემებით, ქვეყნიდან დღეში 1 მილიარდ 840 მილიონი დოლარი გაედინება.
არსებული სიტუაციის მიზეზად, ექსპერტები, ნედლეულის დაბალ ფასებს და საქნციებიებს ასახელებენ, რამაც რუსეთის ექსპორტი საგრძნობლად შეამცირა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 16, 2017 00:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics