რუსეთში სოროსის ფონდი “არასასურველად” აღიარეს

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ “ღია საზოგადოება” (სოროსის ფონდი) და ფონდი “თანაგრძნობა” “არასასურველად” აღიარა – ამის შესახებ ზედამხედველობის უწყების წარმომადგენელი მარინა გრიდნევი საუბრობს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც რუსეთის ფედერაციის საბჭომ გენერალურ პროკურორს მიმართა შეამოწმოს ორგანიზაციები, რომელიც ე.წ. “პატრიოტულ სტოპ-სიაში” არიან შეტანილები, რომელიც მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში საერთაშორისო საქმეების კომიტეტის მიერ იქნა შედგენილი. სიაში სულ 12 ორგანიზაციაა შესული.

კანონს “არასასურველი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ” რუსეთის პრეზიდენტმა 23 მაისს მოაწერა ხელი და ის ითვალისწინებს უცხოურ ორგანიზაციებს მიენიჭოთ “არასასურველის” სტატუსი რუსეთის ფედერაციაში, თუკი “ისინი ქვეყნის ძირითად კონსტიტუციურ ღირებულებებს უქმნიან საფრთხეს”

სოროსის ფონდი მსოფლიოს 30 ქვეყანაში მუშაობს.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო დელეგაცია ინდონეზიის რესპუბლიკას ეწვევა
შემდეგი სტატიასაშემოდგომო და ზამთრის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით, 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა