რუსეთში იეჰოვას მოწმეებზე ნადირობა იწყება

რუსეთის გენერაულმა პროკურატურამ იეჰოვას მოწმეები მოსალოდნელ ლიკვიდაციასა და ექსტრემიზმის ბრალდებით შესაძლო გასამართლებაზე გააფრთხილა, – იუწყება იეჰოვას მოწმეების პრესსამსახური. ადრე რუსეთში მთელი რიგი რელიგიური ორგანიზაციების ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და ყველა მათგანი ექსტრემისტების ფედერალურ სიაშია შეტანილი. პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა სასამართლოებმა იეჰოვას მოწმეების 88 მასალა ექსტრემისტულად აღიარა და გაერთიანებას ამ მასალების კანონის შესაბამისობაში მოსაყვანად ორი თვე მისცა.

banner
წინა სტატიაში“წლევანდელი წელი არის სტრატეგიულად გადამწყვეტი საქართველოსთვის,” – ფიქრია ჩიხრაძე
შემდეგი სტატიაISIS-ის მორიგი სამიზნე შესაძლოა ევროპის საზღვაო კურორტები გახდეს