რუსეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო იქმნება

რუსეთში, 2018 წლამდე ძალოვანი სტრუქტურების მასშტაბური რეფორმის ფარგლებში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ბაზაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო შეიქმნება – უკრაინული “112” რუსულ “კომენრსანტს” ციტირებს.
“საუბარია, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისთვის, ფაქტობრივად, საბჭთა კავშირის დროინდელი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ფუნქციების დაბრუნებაზე” – წერს გამოცემა.

სავადაუდოდ, ახალ სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო ერქმევა. ამასთანავე, მის შემადგენლობაში შევლენ შინაგანი დაზვერვის და დაცვის ფედერალური სამსახურები.
სტრუქტურული სიახლის გარდა, სამინისტროს ახალი ფუნქციებიც ექნება. მაგალითად, ახალი სამინისტროს თანამშრომლები არა მხოლოდ უზრუნველყოფენ და თვალყურს ადევნებენ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებას, მათ აღძვრას და მასალებით უზრუნველყოფას, არამედ, მასზე პროცესუალურ ზედამხედველობას გააგრძელებენ – წერს გამოცემა.

banner
წინა სტატიაში“სრული დაუსჯელობა, კორცხელიდან მოყოლებული”- ტუღუში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს
შემდეგი სტატიანიუ-იორკის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავეს