რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურ ჰიმნს უილ სმიტი შეასრულებს

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც რუსეთში ჩატარდება, ოფიციალურ სიმღერას “Live It Up” (“გაიხარე სიცოცხლით”), ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი და მომღერალი უილ სმიტი ორ მუსიკოსთან ერთად ასრულებს. სიმღერა 3,28 წუთი გრძელდება, ის 25 მაისს ერთდროულად რამდენიმე სტრიმინგ სერვისზე გამოქვეყნდა, მათ შორის iTunesи Spotify-ზე.
უილ სმიტთან ერთად სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობდა რეგეის მუსიკოსი და მომღერალი ნიკი ჯემი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ასევე, კოსოვოელი მომღერალი ერა ისტრეფი. პროექტის პროდიუსერია ამერიკელი მუსიკოსი ტომას უესლი პენცი, რომელიც ცნობილია როგორც DJ Diplo.

სამივე მუსიკოსი სიმღერას ცოცხლად შეასრულებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე, რომელიც 15 ივლისს არის დაგეგმილი მოსკოვში “ლუჟნიკის” სტადიონზე. თამაშს დაახლოებით 80 ათასი გულშემატკივარი დაესწრება სტადიონზე და ეკრანებთან მილიარდ მაყურებელს შეკრებს – ფიფა ვარაუდობს.
3 მაისს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთშუი ჩემპიონატისათვის მიმდინარე სამზადისით კმაყოფილია.

banner
წინა სტატიაშიკიევის განცახდებით ყირიმში მილიონი რუსი ჩაასახლეს
შემდეგი სტატიასასამართლომ ტრამპს “ტვიტერის” მომხმარებლების დაბლოკვა აუკრძალა