რუსეთში ნავთობის გაყიდვიდან შემოსავალი 42%-ით დაეცა

რუსეთში ნავთობის გაყიდვიდან შემოსავალი 42%-ით დაეცა

2015 წელს ნავთობის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავალი 41,7%-ით 89,57 მილიარდ დოლარამდე შემცირდა – ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომელიც ფედერელურმა საბაჟომ გაასაჯაროვა.
ამავე დროს ნავთობის ექსპორტი გაზრდილია 9,4%-ით და სრულმა მოცულობამ 244,49 მილიონი ტონა შეადგინა. გაზრდილია ნავთობპროდუქტების მიწოდებაც – 4%-ით 171,53 მილიონ ტონამდე. გაყიდვების შემოსავალი 67,40 მილიარდი დოლარია.

გარდა ამისა, გასულ წელს რუსეთმა 41,84 მილიარდი დოლარი გაზი გაყიდა, ნახშირი კი – 9,48 მილიარდი დოლარის ღირებულების, ხორბალი – 3,95 მილიარდი დოლარის, არაყი – 119,3 მილიარდი დოლარის ღირებულების.

სულ ქვეყნის შიდასავაჭრო ბრუნვა 33,2%-ით 530,4 მილიარდ დოლარამდე დავარდა.
მოხსენების თანახმად, რუსეთის მსხვილი ეკომონიკური პარტნიორი ევროკავშირია. ევროკავშირზე გასულ, 2015 წელს, რუსეთის ვაჭრობის 44,8%-ი მოდის.

banner
წინა სტატიაშისექსუალური კონტრრევოლუცია ანუ, იაპონია სექსის გარეშე
შემდეგი სტატიახალხის სურვილი უფსკრულს გადალახავსო, ხოდა გავერთიანდეთ და კიდევ ერთხელ გადავლახოთ!